ფრანგულად ითარგმნა და გამოიცა “ნინო ჯორჯაძე – ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ფრანგულად ითარგმნა და გამომცემლობის Meduza მიერ გამოიცა “ნინო ჯორჯაძე – ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი“.

მთარგმნელი: მაია გიორხელიძე

ნინო ჯორჯაძე დაიბადა ცნობილი მეღვინის, ზაქარია ჯორჯაძისა და თამარ ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში; 1902-1908წწ. სწავლობდა შვეიცარიის ერთ­-ერთ პანსიონში, ვენის კონსერვატორიაში, შემდეგ პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში ფორტეპიანოს განხრით; 1910 წელს ბათუმი-მარსელის რეისით ზღვით გაემგზავრა საფრანგეთში ფრანგული ენის დასახვეწად (მოგზაურობა აღწერა დღიურებში); 1910-იან წლებში თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, გაიარა წითელი ჯვრის მოწყალების დის კურსები; I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს, როგორც მოწყალების და, მოხალისედ წავიდა კავკასიის ფრონტზე; მსახურობდა სარიყამიშის საევაკუაციო პუნქტში, შემდეგ კავკასიის წითელი ჯვრის II მოწინავე რაზმში; ომის წლებში ძმის, პორუჩიკ გიორგი ჯორჯაძის “კოდაკის” წარმოების ფოტოაპარატით შექმნა სურათების სერია, რომელიც ასახავს საბრძოლო მოქმედებებსა და ფრონტისპირა გარემოს; წერდა დღიურსაც (“სულის დღიური”); საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჯორჯაძეების ოჯახი იდევნებოდა; ნინო ჯორჯაძე უმეტესად ცხოვრობდა კახეთში, საბუეს მამისეულ სახლში, 1950-იანი წლებიდან კი თბილისში თავისი ახლო ნათესავის, ჟურნალისტ ელისაბედ ბაგრატიონის ოჯახთან ერთად; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომის მოწყალების და, მოყვარული ფოტოგრაფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები