ბორდოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2023 წლის 20 აპრილს, ქართული ღვინის დეგუსტაცია ორ ეტაპად, საფრანგეთში, ბორდოში არსებულ ღვინისა და ცივილიზაციების ცენტრში გაიმართა.

დეგუსტაციის მოდერატორი გახლდათ ფრანგი ღვინის ექსპერტი კლემანს ჟირო. დეგუსტაციის ფარგლებში  გაისინჯა ქართული 8 ღვინის კომპანიის 8 ღვინის ნიმუში :

შატო მუხრანი – გორული მწვანე 2019,

გურამიშვილის მარანი- საგურამო 2018,

ნაღდი მარანი-წარაფი 2016,

დუგლაძის ღვინის კომპანია- საფერავი რეზერვი 2014,

ნაბერაული ვაინს- რაჭული მწვანე 2020,

წინანდლის მამულები -წინანდალი2020,

შატო ბუერა- რქაწითელი 2019,

ლიპარტიანის ღვინის სახლი- შატო ლიპარტიანი 2013.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები