საქართველოს 17 წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
საქართველოს 17 წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
საქართველოს გოგონათა ასაკობრივმა ნაკრებმა 3-2 დაამარცხა ავსტრიის გოგონათა ნაკრები, რითაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ამ გამარჯვების შედეგად ჩვენი ნაკრები, პირველად ქართული ფრენბურთის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იბრძოლებს.