მამა ილია კარტოზია – გმირი, რომელმაც თავის სიცოცხლე სრულიად უცხო ადამიანებს დაუთმო

2014 წლის 28 დეკემბერს, ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიკზე” გაჩენილ ხანძარს ქართველი სასულიერო პირის – 27 წლის არქიმანდრიტ ილიას (კარტოზია)სიცოცხლე შეეწირა.

იტალიურ ბორანზე საშინელი ხანძრის დროს მაშველებს მგზავრები  ცეცხლმოკიდებული გემიდან სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ… ბორტზე 487 მგზავრი იყო, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე რომელთაგან ერთ-ერთი არქიმანდრიტი ილია კარტოზია.

მაშინ როცა ყველა ცდილობდა როგორმე სამაშველო ნავზე მოხვედრილიყო და თავი გადაერჩინა, არქიმანდრიტმა ილიამ თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად ცეცხლმოდებულ გემზე დარჩა…

მოგვიანებით კი, როდესაც მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თოკი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი სხეულის პოვნისას, ზურგჩანთა სხვადასხვა სიწმიდით, რომელიც მას თან ჰქონდა, ასევე უვნებლად იქნა ნაპოვნი…

სულ 12 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის იყო გმირი მამა ილია კარტოზია

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე გადაწყდა, რომ  არქიმანდრიტი ილია კარტოზია დაეჯილდოვებინათ ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები