ლუკა მაისურაძემ ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარს ერთი მედალი შეემატა – ლუკა მაისურაძემ  ბრინჯაოს ჯილდო მიიღო.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგა. ზედიზედ მოუგო აზერბაიჯანელ, მონღოლ და ყირგიზ მეტოქეებს, მაგრამ ნახევარფინალში ოქროს ქულით დამარცხდა შვედ მარკუს ნიმანთან და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა. მაისურაძემ სამედლო შეხვედრაში ოქროს ქულით დაამარცხა აზერბაიჯანელი მამადლი მეჰდიევი.

ერი დღით ადრე ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები