სამოციქულო, საჩხერის სტამბა, 1815 წელი

სამოციქულო, საჩხერის სტამბა, 1815 წელი, (35X22 სმ), გვ. 386, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ძველბეჭდური, რარიტეტული წიგნების კოლექციიდან.

ქუთაისისა და წესის სტამბების გაუქმების შემდგომ იმერეთის სამეფოს ყოფილმა სახლთუხუცესმა სარდალმა, თავადმა ზურაბ წერეთელმა სტამბა გამართა თავისივე „საფასის – წარგებითა“ საჩხერის სასახლეში მოდინახეს ციხესთან.

„სტამბის ამის ყოვლითურთ მმართველი “ იყო გარეჯელი ბერი, გაენათელი არქიმანდრიტი ზაქარია. „სტამბისა ამის მუშაკი კი სოფელ წესში მცხოვრები რომანოზ მესტამბე ზუბაშვილის – რაზმაძის ძე დავით ზუბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები