ოთარ ჭილაძის „აველუმი“ გერმანულ ენაზე ითარგმნა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ოთარ ჭილაძის „აველუმი“ გერმანულ ენაზე ითარგმნა.

ნაწარმოები გამომცემლობა Matthes & Seitz Berlin-მა თარგმნა. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე კრისტიანე ლიხტენფელდმა იმუშავა.

„აველუმი“ ჭილაძის მეხუთე რომანია, რომელიც 9 აპრილის თემაზე ყველაზე მონუმენტური და მასშტაბური ქართული ნაწარმოებია. აველუმი ჩვეულებრივი ქართველი, თუ საბჭოთა მოქალაქეა, სხვებისნაირი ცხოვრების გამოცდილებით, კომპრომისებითა და სურვილებით, ის ცდილობს თავისუფლების მოპოვებას, თუმცა, ვერ ახერხებს. თავისუფლების სულს თავის შვილს ჩაუნერგავს, თავად ვერ იბრძვის, მხოლოდ შვილს გადაულოცავს ფრენის სურვილს და ამის გამო კარგავს კიდეც.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები