85 წლის წინ, 1937 წლის 29 ივნისის ღამეს სანდრო ახმეტელი დახვრიტეს!

„რუსთაველის თეატრში შექმნილი არანორმალური მდგომარეობის შესახებ, ჩვენ ყოველთვის ვაცნობდით ცკ-ს სპეციალური საანგარიშო წერილებით.

ამჟამად ეს არანორმალური მდგომარეობა უფრო და უფრო იღებს მწვავე ხასიათს და ითხოვს სასწრაფო რეაგირებას და ზომების მიღებას.

სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო ითხოვს: დაყენებულ იქნეს საკითხი, რუსთაველის თეატრის შესახებ საქართველოს კპ(ბ) ცკ-ს სამდივნოზე, რათა მიღებულ იქნეს კარდინალური ზომები შემოქმედებით უმსგავსოებათა ლიკვიდაციისა და გათავხედებული რეჟისორის პასუხისგებაში მიცემისთვის.

საქართველოს სახ. პოლიტსამმართველოს უფროსი

ლ. ბერია

1936 წლის 19 ნოემბერს სანდრო ახმეტელი დააპატიმრეს

ბრალად ედებოდა  კონტრრევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრობა, კულტურის ფრონტზე  ნაციონალისტური მუშაობა,  ტერორისტული ჯგუფის შექმნა ბერიას წინააღმდეგ,

„ახმეტელი ეძებდა ქართული, ეროვნული თეატრის თვითმყოფად ფორმებს;

ეძებდა ეროვნული შემოქმედების საკუთარ მეთოდს;

იბრძოდა თეატრში რუსული გავლენის წინააღმდეგ

იყო პირდაპირი, მაქსიმალისტი, რადიკალი,

ვერ ეგუებოდა თეატრში პარტიის დიქტატურას

იცავდა თეატრის ავტონომიურობის პრინციპს,

არაქართული რეპერტუარის გაქართულების იდეას.“(ვ. კიკნაძე)

85 წლის წინ, 1937 წლის 29 ივნისის ღამეს სანდრო ახმეტელი დახვრიტეს!

📸 რუსთაველის თეატრი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები