აჭარა პოლონეთის კულინარიულ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

აჭარული სამზარეულო პოლონეთში კულინარიულ ფესტივალზე “Fortress of Tastes“ იყო წარმოდგენილი. ვრცოლავთან ახლოს ჩოჰას ისტორიულ ციხესიმაგრეში გამართული ფესტივალის სტუმრებს კერძების, ღვინისა და ქართული ნუგბარის დაგემოვნების პარალელურად ქართულ ფოლკლორ შოუზე დასწრების საშუალებაც ჰქონდათ. ფესტივალზე რეგიონის გასტრონომიული პოტენციალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქართველ შეფმზარეულებთან და ტურისტული სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად წარადგინა.

ჩოჰას კულინარიული ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა და მასში აჭარა პირველად იღებდა მონაწილეობას. საინტერესო მდებარეობის გამო ფესტივალს 15 000-მდე ვიზიტორი პოლონეთის მეზობელი ქვეყნებიდან გერმანიიდან და ჩეხეთიდანაც სტუმრობდა. ფესტივალზე განსაკუთრებული პოპულარობით შუასაუკუნეების დროინდელი რეცეპტურით დამზადებული კერძები და სასმელები სარგებლობდა.

კულინარიულ ფესტივალში მონაწილეობით ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო პოლონეთში, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები