საქართველოს სენიორთა ნაკრები  მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ასპარეზობს

იტალიის ქალაქ აქვა ტერმეში საქართველოს სენიორთა ნაკრები  მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ასპარეზობს.

გუნდის შემადგენლობაში არიან:

  • ზურაბ სტურუა            (2530)
  • გიორგი გიორგაძე         (2584)
  • გიორგი ბაგატუროვი  (2413)
  • ნონა გაფრინდაშვილი  (2270)
  • ნანა იოსელიანი              (2475)

სასტარტო რეიტინგ-სიაში, ჩვენი გუნდი მესამე ნომრადაა განთესილი, პირველ ადგილზე ინგლისის, ხოლო მეორეზე აშშ-ს ნაკრებია.

მსოფლიო სენიორთა გუნდურ ჩემპიონატზე გუშინ პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქართველი მოჭადრაკეები ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

ქართველმა „სენიორებმა“ ანგარიშით 3,5:0,5 გაანადგურეს ირლანდიელი კოლეგები.

პარტიები მოიგეს: გია გიორგაძემ, ნონა გაფრინდაშვილმა და ნანა იოსელიანმა. ხოლო ზურაბ სტურუამ ყაიმით დაასრულა შეხვედრა.

მომდევნო ტურში ქართველი მოჭადრაკეები ჰოლანდიელებს დაუპირისპირდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები