ქვიშის ჭიდაობაში, მსოფლიოს პირველობის მეორე ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა

ესპანეთის ქალაქ სანხენხოში, ქვიშის ჭიდაობაში, მსოფლიოს პირველობის მეორე ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა გუნდმა შეჯიბრება 3 ქოროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) ჩემპიონები გახდნენ. ნიკა კენჭაძემ (80 კგ) და დაჩი ფირუზაშვილმა (90 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები