კონსერვატორიაში უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდება

2 ივლისს, 19:30 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გ. ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2021-22 წლის სეზონს გამორჩეული კონცერტით დაასრულებს – შედგება მიკა მდინარაძის ნაწარმოების “145 / ქრისტე” პრემიერა, რომელიც უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნას ეძღვნება.

კონცერტზე აგრეთვე შესრულდება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ოთარ გორდელის კონცერტინო ფლეიტისათვის, რომელიც მსოფლიოში ფლეიტის რეპერტუარში გამორჩეულ ადგილს იკავებს, თუმცა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში არ შესრულებულა.

კონცერტის სპეციალური სტუმარია სოფი ვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები