ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა

ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე გუშინ საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი – 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.

ვერცხლის მედლის მფლობელი  გოგა ოთინაშვილი (65) გახდა. ბრინჯაოს მედლებს კი, საბა ღამბაშიძე (55) და სანდრო ყურაშვილი (80) დაეუფლნენ.

ასევე, გაიმართა წინასწარი შეხვედრები დარჩენილ ხუთ წონაში. ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (45 კგ) დღეს ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. მან  რუმინელი მარიან ვალენტინ რუსუ, მოლდოველი კონსტანტინ რუსუ დაამარცხა და  ფინალში აზერბაიჯანელ  სადიგ ჰუსეინოვს დაუპირისპირდება. ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ  ლაშა გოგაძე (51 კგ) და  ნიკოლოზ მაისურაძე 71 კგ).  ნიკა ფანცულაიას (92) კი, ჯერ  რეპეშაჟის ნახევარფინალი ელის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები