საქართველო PASSENGER TERMINAL EXPO 2022-ზე

15-17 ივნისს, საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს აეროპორტების უმსხვილესი კონფერენცია და გამოფენა PASSENGER TERMINAL EXPO მიმდინარეობდა.

სამი დღის განმავლობაში გამოფენაზე მსოფლიოს 1900-ზე მეტმა აეროპორტის ხელმძღვანელმა, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებულმა ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველო ღონისძიებაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ წარმოადგინა.

PASSENGER TERMINAL EXPO 2022-ზე, ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან ერთად,  გაიმართა პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნესმოდელის.

ღონისძიებაზე ვიზიტორებმა დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტები, ასევე გაეცნენ ინოვაციურ მომსახურებებსა და 250-ზე მეტ ექსპოზიციას.

Passenger Terminal Expo 2022-ის მასპინძელი და მთავარი ორგანიზატორი Groupe ADP (Aeroport De Paris)-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები