ფრანგულ ენაზე ითარგმნა და პარიზში გამოიცა ქართული მოთხრობის ანთოლოგია

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ფრანგულ ენაზე ითარგმნა და პარიზში, გამომცემლობაში “Les éditions MEDUZA” გამოიცა ქართული მოთხრობის ანთოლოგია (I ტომი).

ანთოლოგიაში შესულია ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის,  ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ეკატერინე გაბაშვილის, იროდიონ ევდოშვილის, ნიკო ლომოურის, თედო რაზიკაშვილის, დუტუ მეგრელის, ნიკო ლორთქიფანიძის, გოდერძი ჩოხელის, ოტია იოსელიანის, გურამ რჩეულიშვილის, რევაზ ინანიშვილის, ალექსანდრე ცირეკიძის, გურამ პეტრიაშვილის, ვასილ გულეურის, ლელა ცუცქირიძის, თორნიკე ბერიშვილის, მარიამ წიკლაურისა და გიორგი კეკელიძის მოთხრობები.

მთარგმნელები მარიკა მეგრელეშვილი და ეთერ გავაშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები