“დიანა ბაგრატიონის ფონდს” 10 წლის იუბილე ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა მიულოცა

“დიანა ბაგრატიონის ფონდს” 10 წლის იუბილე ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა მიულოცა. მისალოც წერილში, ის მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველ ქალბატონს და მის ფონდს გაწეული სამუშაოსთვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რაც ამ დროის მანძილზე განხორციელდა.

დიანა ბაგრატიონი წლებია, აშშ-ში ქართულ საქმეს ემსახურება და უამრავი საინტერესო წამოწყების ავტორია. მის მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ფონდმა ამ დროის განმავლობაში, მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ფონდის ძალისხმევით წლების წინ თბილისში, კერძოდ, იაშვილის კლინიკაში შეიქმნა განყოფილება და ინტენსიურად ხდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების დახმარება. დიანა ბაგრატიონი არის ნიუ-იორკის მერიის თანამშრომელი კულტურის დარგში და საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას საინტერესო პროექტებით მუდმივად უწყობს ხელს.

10 წლის იუბილე ნიუ-იორკში დაარსებულ ფონდს საქართველოდან „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“, დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მამუკა ბაგრატიონმაც მიულოცა, ფონდის ადმინისტრაციასთან ერთად მადლობა გადაუხადა და საპატიო წევრის წოდებით და ორდენით დააჯილდოვა.

“ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის წარმოჩენაში, თქვენს ფონდს უდიდესი წვლილი მიუძღვის და უამრავი კეთილი და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტები და ქველმოქმედება აქვს შესრულებული. შორს წაგვიყვანს თქვენი დიპლომატიური საქმიანობა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი შედეგები მოიტანა აშშ-ში საქართველოს ემიგრანტების, სხვადასხვა ქვეყნების ემიგრანტებთან დამეგობრებაში, ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. ვაცხადებ, რომ ქ-ნი დიანა ბაგრატიონს მიენიჭოს „მამუკა ბაგრატიონის ფონდის“ საპატიო წევრის წოდება და დაჯილდოვდეს ფონდის ორდენით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები