მანჰეტენზე 26 მაისი „საქართველოს მადლიერების დღედ“გამოცხადდა

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ნიუ-იორკის ისტორიულ Bowling Green პარკში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ქალაქის მერმა, ბატონმა ერიკ ადამსმა ოფიციალური განცხადებით მიულოცა ყველა ქართველ ნიუ-იორკელებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

საქართველოს დიპლომატიური მისიების ინფორმაციით, მანჰეტენის მუნიციპალიტეტის პრეზიდენტმა – ბატონმა მარკ ლევინმა, გამოსცა პროკლამაცია, რომელშიც აღინიშნა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართული დიასპორისა და თემის განსაკუთრებული როლი.

პროკლამაციის თანახმად მანჰეტენზე, 26 მაისი „საქართველოს მადლიერების დღედ“ (Georgia Appreciation Day) გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები