გიორგი ასანიძის ტიტულებს ახალი ჯილდო შეემატა

ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, ძალოსნობაში შეტანილი წვლილისათვის, სპორტული ღირსების ვერცხლის ვარსკვლავით დააჯილდოვა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, გიორგი ასანიძე კუთვნილს ჯილდოს ხვალ ჩაიბარებს, მანამდე კი ეს სიგელი ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს გადაეცა.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ალბანეთში გაიმართა, სადაც ხვალიდან სტარტს ევროპის ჩემპიონატი აიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები