ჰარადა ტაკეჰიდეს „მოგზაური“ გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ ზუგდიდში გაიხსნება

2022 წელს აღინიშნება იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,მთელი წლის განმავლობაში იაპონიის საელჩო სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს. 

პირველი ასეთი ღონისძიება გაიხსნა 25 იანვარს თბილისში ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში, გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“, სადაც წარმოდგენილი იყო ფიროსმანის იაპონელი მკვლევრის ჰარადა ტაკეჰიდეს ნამუშევრების ასლები. ამ გამოფენას შარშან რამდენიმე თვე უმასპინძლა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა (სიღნაღის მუზეუმი), სადაც დიდი წარმატება მოიპოვა, რის შემდეგაც გადაწყდა გამოფენის „მოგზაურობა“ რეგიონებში მთელი წლის განმავლობაში, რათა უფრო მეტმა ხალხმა შეიგრძნოს იაპონელი მხატვრის მიერ დანახული ფიროსმანი.

თბილისის შემდეგ, გამოფენამ „წმინდა ფიროსმანი“ „იმოგზაურა“ ქუთაისში, სადაც მან ერთი თვის განმავლობაში ბინა დაიდო დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში.

ქუთაისის შემდეგ კი გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ გადადის ზუგდიდში, სადაც გამოფენილი იქნება დადიანების სასახლის ისტორიულ – არქიტექტორულ მუზეუმში 2 ივნისიდან 2 ივლისამდე. გამოფენის გახსნის ცერემონია ჩატარდება 2 ივნისს 16:00 საათზე.

ამავე დღეს, 17:00 საათზე ჩატარდება ცნობილი ქართველოლოგის იასუჰირო კოჯიმას ლექცია იაპონია-საქართველოს კულტურული ურთიერთობების შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები