ჰააგაში ანსამბლ “მერანის” კონცერტი გაიმართება

4 ივნისს, ჰააგაში, ქართველი დირიჟორის ქეთევან წიკლაურისა და მისი ჰოლანდიელი კოლეგის, ივო ბოსვეიკის ხელმძღვანელობით, გაიმართება ფოლკლოლური ანსამბლის – “მერანის” კონცერტი. ჰოლანდიელი მუსიკოსები, საგუნდო და ინსტრუმენტალური ორკესტრირებით, შეასრულებენ ქართულ ფოლკლორულ ჰანგებს.ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

პროფესიით დირიჟორმა და საქართველოში რამდენიმე ანსამბლის ხელმძღვანელმა, ქეთევან წიკლაურმა ნიდერლანდების სამეფოში ჰოლანდიელი მომღერლებისგან შემდგარი ანსამბლი „მერანი“ ივო ბოსვაიკთან ერთად ჩამოაყალიბა, რომლებიც ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებს და აგრეთვე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ უკვდავ ნიმუშებს მღერიან (2018 წელს ანსამბლ ,,მერანს“ პირველი ტურნე საქართველოში ჰქონდა. წარმატებით გამართა სამი კონცერტი თბილისში, ქუთაისსა და მარნეულში).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები