სპექტაკლი “მარატ – სადი” ანტალიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარდგება

ილიაუნის  თეატრის  დასი  სპექტაკლით  “მარატ – სადი” წელს უკვე მეორედ მიემგზავრება გასტროლზე, დასს ამჯერად ანტალიის საერთაშორისო  თეატრალურ ფესტივალი  უმასპინძლებს.

ახალგაზრდა რეჟისორმა, საბა ასლამაზიშვილმა სპექტაკლისთვის “მარატ სადი”, რომელიც ილიაუნის თეატრში 2018 წელს განახორციელა, ექსპერიმენტის გზა აირჩია და წარმოდგენა არა ტრადიციულ სივრცეში, არამედ თეატრის ფოიეში დადგა. ორი საათით ილიაუნის თეატრი შარანტონის თავშესაფრის იერს იღებს და მსახიობები მაყურებელთან ერთად ცდილობენ  საფრანგეთის რევოლუციის პერიპეტიების გახსენებისას მონახონ პასუხები იმ კითხვებზე, რომელნიც დღესაც ესოდენ საჭირბოროტოა.

სპექტაკლი “მარატ სადი“ მსახიობებმა ტაშკენტში – საერთაშორისო ახალგაზრდული თეატრალური ფორუმის ფარგლებში 2 დეკემბერს წარმოადგინეს, საიდანაც დასი გამარჯვებული დაბრუნდა – სპექტაკლი “მარატ-სადი” თეატრალურ ფორუმზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები