საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ქართული მელოდიები გაჟღერდება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 25 მაისს, 12:00-დან 13:00 სთ-მდე, ქალაქ ჰააგის მთავარი სამრეკლოდან Grote Kerk Den Haag გაჟღერდება ცნობილი ქართული მელოდები.

მელოდიების მოსმენა შესაძლებელი იქნება როგორც სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე – საელჩოს Facebook-გვერდის ონლაინ ტრანსლაციის მეშვეობით.

პროგრამა:

1.„თავისუფლება“ (საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი)

2.„მოვა მაისი“

3.„გაზაფხული შემოსულა, ლენ“

4.„ჩემო კარგო ქვეყანავ“

5.„თბილისო“

6.„ყვავილების ქვეყანა“

7.„საქართველოო ლამაზო“

8.„სამშობლო“

9.მელოდია ფილმიდან „ფესვები“

10.„იმღერე რამე“

11.„ჩემი საქართველო აქ არის“

12.„სულიკო“

13.„ღვინო კახურო“

14.„ყვითელი ფოთლები“

15.ბაირონის ვალსი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები