ქართველი პარასპორტსმენების ისტორიული შედეგი

უპრეცედენტო შედეგი საქართველოს პარასპორტის ისტორიაში – 11 მედალი ორი ტურნირიდან.

ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებასა და მანჩესტერის ევროპის ღია ჩემპიონატზე აჟღერებული საქართველოს ჰიმნი

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებიდან 2 ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით ბრუნდება.

ნინა თიბილაშვილი – ოქროს მედალი ხმლით ფარიკაობაში; ირმა ხეცურიანი ვერცხლის მედალი ხმლით ფარიკაობაში;ირმა ხეცურიანი,ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი – ოქროს მედალი რაპირით ფარიკაობაში გუნდურ შეჯიბრში.

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრები გუნდი მანჩესტერის ევროპის ჩემპიონატიდან 3 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.

გიორგი ხიზანიშვილი – ოქროს მედალი; გიორგი ზარქუა – ოქროს მედალი; გოგა ხახალაშვილი – ოქროს მედალი; ანა ჯაფარიძე – ბრინჯაოს მედალი; გიორგი ნიკოლაძე – ბრინჯაოს მედალი; დავით ხახალაშვილს მედალი;ლია ჩაჩიბაია -ბრინჯაოს მედალი; სანდრო მეგრელიშვილი – ბრინჯაოს მედალი.

მწვრთნელები –  მალხაზ მესხი და შოთა გოჩიაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები