ლისაბონში დათო ტურაშვილის წიგნის ”ღვინის სამშობლო-საქართველო” პრეზენტაცია გაიმართა

ქ. ლისაბონში გაიმართა ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის წიგნის ”ღვინის სამშობლო – საქართველო” პორტუგალიურ ენაზე ნათარგმნი გამოცემის პრეზენტაცია. ღონისძიება ორგანიზებული იყო პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ.

„პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი მირცხულავას შესავალი სიტყვისა და წიგნის ავტორის, დათო ტურაშვილის მიმართვის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას, პორტუგალიის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ღვინის მოყვარულ საზოგადოებას და ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარედგინათ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ეძღვნება ღვინის მსოფლიო ისტორიაში  საქართველოს უდავოდ გამორჩეული როლის დემონსტრირებას“, – ნათქვამია  პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება თვითონ გამოცემას, დათო ტურაშვილი ამ უხვად ილუსტრირებულ წიგნში ცდილობს, მკითხველს უჩვენოს საკუთარი და, ზოგადად, ქართველის ემოციური დამოკიდებულება მშობლიური ვაზისა და ღვინის მიმართ, რომლის ისტორიაც, როგორც ფაქტებით დასტურდება, ჯერ კიდევ დაახლოებით 8000 წლის წინ იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები