თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ავსტრიაში მცხოვრები ფლეიტისტი თემო ხარშილაძე მასტერკლასს ჩაატარებს

4 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ფლეიტისტი, ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრი როგორც სოლო ასევე კამერული მუსიკის განხრით, ბალტიის ზღვის ფილარმონიის სოლო ფლეიტისტი თემო ხარშილაძე მასტერკლასს ჩაატარებს.

თემო ხარშილაძემ თბილისის კონსერვატორიის ფლეიტის ბაკალავრის დიპლომის მიღების შემდეგ სწავლა ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნებათა უნივერსიტეტის მაგისტრატურაში განაგრძო. 2017 წელს ბალტიის ზღვის ფილარმონიის ორკესტრის ტურნეში მონაწილეობდა. 2018 წელს თემო ხარშილაძე არაერთხელ გამოვიდა ბერლინის კონცერტჰაუზის, ჰამბურგის ფილარმონიის, მიუნხენის ჰერკულესის დარბაზის და დუბაის ოპერის სცენებზე. თემო ხარშილაძე არის „ვენის ანსამბლის“ წევრი და მან ავსტრიული კომპანიისთვის Gramola Records ორი (2019, 2020) დისკი ჩაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები