ახალგაზრდა მოჭიდავეები ბუქარესტიდან 10 მედლითა და გუნდური პირველი ადგილით ბრუნდებიან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ბუქარესტში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ათივე წონით კატეგორიაში მედალი მოიპოვა.

ქართველმა 20-წლამდელებმა შეჯიბრება 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით  დაამთავრეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ჩემპიონები გახდნენ: რომეო ბერიძე (63 კგ), ნიკა ბროლაძე (67 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ), ბექა მელელაშვილი (87 კგ) და მათე გოქაძე (130 კგ).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და კოტე სიჭინავა (97 კგ).

ბრინჯაოს მედლები მიიღეს – ლუკა ჯავახაძემ (55 კგ), თემურ ორჯონიკიძემ (72 კგ) და თორნიკე მიქელაძემ (77 კგ).

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში რევაზ ლაშხმა (მთავარი მწვრთნელი), გიორგი ჯობავამ და დავით ურიდიამ წარადგინეს.

ივნისის ბოლოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები