ევროპის ჩემპიონატზე პარასპორტსმენი გიორგი ზარქუა ოქროს მედლის მფლობელი გახდა

საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრები გუნდი წარმატებით ასპარეზობს მანჩესტერში  მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.

ქართველი პარასპორტსმენი გიორგი ზარქუა ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ზარქუამ ფინალში ყაზახ მოწინააღმდეგეს სძლია და პირველ ადგილზე გავიდა.

დავით მაქაძემ მეოთხედ ფინალში პოლონელ პარასპორტსმენს მოუგო, ნახევარ ფინალში ბრძოლა ხორვატიელ ოლიმპიურ ჩემპიონათან დათმო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრები გუნდი აგრძელებს აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები