გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა პროფესორი ალექსანდრე კარტოზია დამსახურების ჯვრით დააჯილდოვა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა პროფესორი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენის დამსახურების ჯვრით დააჯილდოვა. 2022 წლის 19 მაისს გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საზეიმო ღონისძიებაზე გადასცა ორდენი ბატონ ალექსანდრეს.

„პროფესორ კარტოზიას, როგორც მეცნიერსა და მთარგმნელს, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში, განსაკუთრებით ლიტერატურის სფეროში. დამსახურების ჯვრის ჯილდო წარმოადგენს პროფესორ კარტოზიას მნიშვნელოვანი საქმიანობის აღიარებას. ბატონი ალექსანდრე ყოველთვის ხელს უწყობდა კულტურულ დიალოგს საქართველოსა და გერმანიას შორის“, – ნათქვამია  გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები