ქართველი პარასპორტსმენების წარმატება

ქართველმა პარასპორტსმენებმა ორ დღეში ორი ტურნირიდან ხუთი მედალი მოიპოვეს.

ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია. საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები  წარმატებით ასპარეზობს ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

ნინა თიბილაშვილმა ხმალში ასპარეზობისას,  ნახევარფინალში ანგარიშით 15:11 მოუგო ბრიტანელ ჯემა კოლინზს, ფინალში პოლონელი კინგა დროჟი დაამარცხა ანგარიშით 15:9 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მისი  მთავარი მწვრთნელს მალხაზ მესხია.

ირმა ხეცურიანი  კი ტაილანდში გამართულ მსოფლიოს თასზე ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა .

ხეცურიანმა ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგე სილვია ტაუბერს სძლია ანგარიშით 15:12, ხოლო ფინალში ბრძოლა დათმო ტაილანდელ სანსუნ იანთან ანგარიშით 15:13, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრები გუნდი წარმატებით ასპარეზობს მანჩესტერის ევროპის ჩემპიონატზე. გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ნიკოლაძემ თურქი მოწინააღმდეგე, ხუთგზის ევროპის ჩემპიონი დაამარცხა,ნახევარფინალში აზერბაიჯანელთან დათმო ბრძოლა,მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ამავე ტურნირზე გიორგი ხიზანიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ანა ჯაფარიძე ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები