საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Flyadeal-ი შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს. საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ი თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ოპერირებას 2022 წლის 28 ივნისიდან გეგმავს.

„ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მიმართულებით ფრენები განხორციელდება ჯედადან 3 სიხშირით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას, რიადიდან 4 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს და დამამიდან 2 სიხშირით ყოველ სამშაბათს და კვირას, ხოლო ბათუმის მიმართულებით ჯედადან 3 სიხშირით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას და რიადიდან 3 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს. ჯამში, ავიაკომპანიის მიერ, საქართველოს მიმართულებით კვირაში 15 რეისი განხორციელდება“, – ნათქვამია  სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა  19 მაისს მიანიჭა.

ავიაკომპანია Flyadeal-ი, წარმოადგენს საუდის არაბეთის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია SAUDIA-ს შვილობილ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას, რომელიც მომხმარებელს რეისებს სთავაზობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები