გიორგი ხიზანიშვილი პარა ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონია, ანა ჯაფარიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრებმა გუნდმა, მანჩესტერის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით დაიწყო ასპარეზობა – გიორგი ხიზანიშვილი პარა ტაეკვონდოში მანჩესტერის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია, ანა ჯაფარიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი ხიზანიშვილმა ნახევარ ფინალში თურქ მოწინააღმდეგეს ასბალა მუჰამედს სძლია,პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გიორგი ხიზანიშვილის მთავარ მწვრთნელი შოთა გოჩიაშვილია.

ანა ჯაფარიძემ აზიის ჩემპიონს, უზბეკ მეტოქეს სძლია,ნახევარფინალში თურქ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა დათმო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ქართველი პრასპორტსმენები აგრძელებენ ასპარეზობას მანჩესტერის ევროპის ჩემპიონატზე.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები