გამოფენა “1900-1920 – იანი წლების ქართული საბანკო – საფინანსო ორგანიზაციების ისტორია”

ეროვნული ბანკი ტრადიციულად უერთდება მუზეუმების საერთაშორისო დღის აღნიშვნას და 19 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს გამოფენას სახელწოდებით  “1900-1920 – იანი წლების ქართული საბანკო – საფინანსო ორგანიზაციების ისტორია”.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფულის მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ XIX – XX საუკუნის პირველი მეოთხედის ქართული საბანკო და საფინანსო ორგანიზაციების ისტორიას, ასევე – დაათვალიერონ შესაბამისი პერიოდის ფოტომასალა.

მუზეუმის საერთაშორისო დღე, International Council of Museums – ICOM – ის ინიციატივით, 1977 წლიდან ყოველწლიურად 18 მაისს აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები