18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა

18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმები დამთვალიერებელს სთავაზობს: უფასო ვიზიტს მუზეუმებში, გამოფენებს, საგანმანათლებლო – შემეცნებით პროგრამებს, კურატორის ტურებსა და კონცერტებს.

ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი | თბილისი, შ. რუსთაველის გამზირი3; მუზეუმში შესვლა დღის განმავლობაში უფასოა | 10:00-17:00 სთ; მუზეუმის დათვალიერება გიდის თანხლებით | 11:00, 12:00, 13:00, 14:00, 15:00, 16:00, 17:00 სთ (ქართულ ენაზე გიდის მომსახურება უფასოა); საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „როგორ ცხოვრობდნენ ზეზვა და მზია” (კურატორი გია თოდუა) | 12:30 სთ;

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმის გამოფენის „თანამედროვე ქართველი მხატვრები” გახსნა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში | 13:00 სთ; მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი “სი-მი” სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში | 13:00 სთ;

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლ „მზიურის” კონცერტი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში | 14:00 სთ; საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „კრისტოფორო კასტელი და საქართველო” (კურატორი ცისია კილაძე) | 14:00 სთ;

კურატორის ტური „ქვის ხანა საქართველოში” (კურატორი თეონა შელია) | 15:00 სთ; საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა „კერამიკის რესტავრაცია” (კურატორი თეა კინწურაშვილი) | 16:00 სთ.

დღის განმავლობაში მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება გასართობ-შემეცნებითი აქტივობები (სამაგიდო თამაშები, გასაფერადებლები, ფაზლები და ა.შ. პროგრამის ავტორი ნინო ბაქანიძე).

შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი | ლ. გუდიაშვილის ქ. 1

შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მე-2 კორპუსის გარემონტებული ნაწილის, მათ შორის სამკითხველო სივრცის გახსნა. შენობის მისაღებში მოგზაური ექსპოზიცია “ფოტოგამოფენა საგანძური” | 12:00-17:30 სთ; საგალობლები ანსამბლ „ბასიანის” შესრულებით | 12:00 სთ.

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი | სიღნაღი, რუსთაველის ჩიხი 8

მოგზაური ექსპოზიცია „ფიროსმანი სიღნაღში” – ღია ცის ქვეშ შემეცნებითი, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი აქტივობები ფართო საზოგადოებისათვის | 12:00 – 17:30 სთ;

„იაპონიის საკურა„ –  საქართველოში იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშეს ბიამანისი ტაკაოს ფოტოგამოფენის გახსნა | 13:00 სთ.

ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციის გამოფენა;

გამოფენის ,,მხატვარი და ეპოქა: შალომ კობაშვილი 145″ გახსნა. ღონისძიება იმართება საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით და ეძღვნება საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოების 30 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს | 20 მაისი, 13:00 სთ.

დღის განმავლობაში ჩატარდება უფასო საექსკურსიო ტურები როგორც მოსწავლეთათვის, ასევე მოზრდილთათვის გიდი-პედაგოგების თანხლებით | 11:00 სთ; 16:00 სთ; 17:00 სთ.

დ. შევარდნაძის სახელობის  საქართველოს ეროვნული გალერეის ეზო | თბილისი, შ. რუსთაველის გამზირი 11

კურატორის ტური და პროგრამა “გიორგობა ბოლნისში” | 12:00 სთ; კურატორის ტური და პროგრამა “ვირის ხიდი” | 14:00 სთ; კურატორის ტური და თავისუფალი ხატვა ფიროსმანის სივრცეში, სახალისო აქტივობების თანხლებით | 16:00 სთ;

ტური არსებული გამოფენების ფარგლებში | 19:00 სთ;

პროგრამა ბავშვებისთვის აბსტრაქტული ღამე, გამოფენის – “XX-XI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან” ფარგლებში | 21:00 სთ.

პროგრამებს ჩაატარებენ ეროვნული გალერეის კურატორები და გიდები: რუსუდან მერაბიშვილი, ნათია მელქაძე, დალი გოგორიშვილი, თამარ ქურციკიძე, მაკა ბეჟუაშვილი.
ვიზიტი გალერეაში და ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია, სამუშაო განრიგი 10:00 – 24:00 სთ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია | ა. ფურცელაძის ქ. 1

რეჟისორ თამარ მახარაძის ფილმის „კრისტოფორო კასტელი – ილუსტრირებული ისტორია” საპრემიერო ჩვენება | 20 მაისი, 19:00 სთ.

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი | მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქ. 7

დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე; მუზეუმში მოსულ დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ მუზეუმში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებში | 10:00-17:30 სთ.

ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი | ვანი, ო. ლორთქიფანიძის ქ. 32

დღის განმავლობაში მუზეუმის და ნაქალაქარის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ- საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა მოსწავლეებისთვის – „ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ისტორია” | 15:00 სთ.

ბოლნისის მუზეუმი | ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. 48ა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის პრეზენტაცია ევროპის 2022 წლის მუზეუმის კონკურსში (EMYA 2022) ბოლნისის მუზეუმისთვის გადაცემული დიპლომის „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის” აღსანიშნავად | 15:00 სთ;

დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ; საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ბავშვებისთვის | 15:00 სთ.

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი | დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი

დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი | ახალციხე, რაბათის ციხე, პეტრე ხარისჭირაშვილის ქ. 1

დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ; ქალაქის სკოლების მე-9 კლასელთა ვიქტორინა | 12:00 სთ.

გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრების და ყოფის მუზეუმი | თბილისი, მერაბ ბერძენიშვილის 25 (კუს ტბის გზატკეცილი)

დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ.

ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) | თბილისი, სიონის ქუჩა 8

დღის განმავლობაში მუზეუმის დათვალიერება შესაძლებელია ბილეთების გარეშე | 10:00-17:30 სთ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები