სიღნაღის მუზეუმში იმანიში ტაკაოს ფოტოგამოფენა გაიხსნება

2022 წელს აღინიშნება იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იაპონიის საელჩო საქართველოში  სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარებას გეგმავს მთელი წლის განმავლობაში. რამდენიმე კულტურული ღონისძიება, მათ შორის გამოფენები მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა.

18 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, სიღნაღის მუზეუმში იმანიში ტაკაოს ფოტოგამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონიის საელჩოს პირველი მდივანის –  იმანიში ტაკაოს მიერ გადაღებული საკურას ფოტოები იაპონიაში. წელს, მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისში იაპონიაში საკურას უამრავი, ულამაზესი ყვავილი გაიშალა. „ზუსტად ამ დროს იმანიში ტაკაო იაპონიაში იმყოფებოდა ხანმოკლე ვადით, და გადაიღო ფოტოები სხვადასხვა ადგილას რათა ქართველებისთვის გაეცნო იაპონიის ეს ულამაზესი პერიოდი“ – ნათქვამია საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები