სალომე გვარამაძე UWC-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

სალომე გვარამაძემ UWC-ის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და 100%-იანი დაფინანსებით სინგაპურში გააგრძელებს სწავლას. სალომე მიიღეს UWC South East Asia, Singapore-ში, სრული 150,000$-იანი დაფინანსებით, სადაც 2 წლის განმავლობაში IB (საერთაშორისო ბაკალავრიატი) პროგრამით ისწავლის. გარდა სწავლის დაფინანსებისა, მას სკოლამ სტიპენდია დაუნიშნა. ინფორმაციას კანტის აკადემია ავრცელებს.

„UWC – გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯების მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს რწმენა იმისა, რომ განათლებას შეუძლია თავი მოუყაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან მიუხედავად მათი წარმომავლობისა და სოციალური სტატუსისა და ჩართოს ისინი სოციალური ცვლილების შესაძლებლობაში გაბედული ქმედებებით, პირადი მაგალითებითა და თავდაუზოგავი ლიდერობით. ამის მისაღწევად, UWC-ის სკოლები და კოლეჯები მთელი მსოფლიოდან აწვდიან მოთხოვნად და ტრანსფორმაციულ საგანმანათლებლო გამოცდილებას მიზანმიმართულად მრავალფეროვან ახალგაზრდათა ჯგუფს და შთააგონებენ მათ გახდნენ პოზიტიური ცვლილებების აქტორები UWC-ის ძირითადი ღირებულებების შესაბამისად“ – ნათქვამია კანტის აკადემიის განცხადებაში.

დღეს, UWC-ს აქვს 18 სკოლა და კოლეჯი 4 კონტინენტზე და ეროვნული კომისიები მსოფლიოს 159 ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები