XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი გრძელდება
XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი გრძელდება და ამჯერად, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები – სიმებინი ტრიო საფრანგეთიდან (თეონა ხარაძე – ვიოლინო, არჩილ ხარაძე – ალტი, ილია ხარაძე – ჩელო) და პიანისტი სალომე მოდებაძე ორ კონცერტს გამართავენ, რადაც მსმენელთა წინაშე კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკის ძალიან საინტერესო პროგრამით წარდგებიან:
20 მაისს თელავის დრამატულ თეატრში (დასაყისი 18:00 საათზე);
22 მაისს თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში (დასაწყისი 19:00 საათზე).
საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი (საქართველო, იტალია); ფესტივალის საპატიო სამხატვრო მრჩეველი – ბრწყინვალე პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (საქართველო, აშშ); ფესტივალის ორგანიზატორი – ა(ა)იპ არტ პლიუსის თავმჯდომარე, მუსიკოლოგი მანანა ხვედელიძე.
ფესტივალის მუდმივი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და თბილისის მერია. ფესტივალის მხარდამჭერთა შორისაა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი.