16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგის ვერცხლის პრიზიორია

საქართველოს კალათბურთელთა 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ვიცე-ჩემპიონია.

ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარებული ტურნირის ფინალში ადგილობრივ კლუბ “კნასიაუს კლაიპედასთან” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ჩვენი ნაკრების წევრი, გოგიტა ბუკია სუპერფინალის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. ფინალურ მატჩში ბუკიამ 28 ქულა ჩააგდო, მასზე ქულა ნიკოლოზ აბულაძის ანგარიშზეა – 35. გარდა ამისა, კლაიპედელებთან მატჩში კიდევ სამმა კალათბურთელმა მოაგროვა ქულები: ლუკა მუჯირიშვილმა – 9, ალექსანდრე დაუშვილმა – 6 და ვაჟა კეჭაყმაძემ – 5 ქულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები