ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი განკარგულების თანახმად, მიმდინარე წლის 16 მაისიდან, ავსტრიის საზღვარზე შემოსვლისას მოქალაქეებისთვის უქმდება კორონა ვირუსთან დაკავშირებით აქამდე არსებული ყველა შეზღუდვა. შესაბამისად, დღეიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ავსტრიის ტერიტორიაზე შემოვიდნენ 3G წესის დამადასტურებელი ცნობის გარეშე.

აღნიშნული განკარგულება ძალაშია მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები