ნიუ იორკში, Caelum Gallery-ში ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები გამოიფინება

20 – 22 მაისს, ნიუ იორკში, Caelum Gallery-ში, LensCulture-ის ჯგუფური გამოფენა გაიმართება, სადაც ქართველი ფოტოგრაფი – ნათელა გრიგალაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები წლებია არაერთ საერთაშორისო გამოცემაში იბეჭდება. ის დამოუკიდებელი ფოტოგრაფია, მუშაობს ფოტოსერიებზე, იღებს ძირითადად რეგიონებში, მისი ფოტოსერიები განსაკუთრებული და გამორჩეულია – მათში მხატვრული სინამდვილითაა ასახული რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ყოვლდღიური ცხოვრება, იმედი და სევდა.

ნათელა გრიგალაშვილის ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველთა ბაზრობა”  “ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“  „პანკისის ხეობის ქალები”

გასულ წელს, ნათელა გრიგალაშვილის პირველი პირველი ფოტო წიგნი გამოიცა , წიგნი “დუხობორების მიწა” ორენოვანია (ინგლისურ-ფრანგული) და 7 წლის მანძილზე, ფოტოგრაფის მიერ დუხობორების თემში გადაღებული ფოტოებისაგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები