შვეიცარიის ქალაქებში გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტები გაიმართა

2022 წლის 28 აპრილს შვეიცარიის ქალაქ შტანსში გაიმართა „გორის ქალთა კამერული გუნდის“ კონცერტი. ეს გახლდათ უნიკალური სინთეზი „გორის ქალთა კამერული გუნდისა“ და ოთხი ახალგაზრდა მუსიკოსისა, რომლებიც ელექტრონული მუსიკის სფეროში მოღვაწეობენ. ინფორმაციას  ავრცელებს საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში.

მათი ინფორმაციით, კონცერტზე, კლასიკური რეპერტუარის გარდა, შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები. ასევე აჟღერდა შვეიცარიელი კომპოზიტორების, პიტერ კონრადინ ცუმთორისა და კეტი ვან ეკის მსოფლიო პრემიერები.

გუნდის კონცერტები ასევე გაიმართა ციურიხსა და ვინთერტურში აქტუალური მუსიკის ფესტივალის „Close Encounters 2022“-ის ფარგლებში. ფესტივალი თითქმის ორი ათეული წელია არსებობს და აერთიანებს როგორც ახალგაზრდა, ასევე ცნობილ მუსიკოსებს შვეიცარიიდან და საქართველოდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები