იტალიის რეზიდენციაში იტალიური ენის მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცეს

საქართველოში იტალიის საელჩოს ინფორმაციით, იტალიის რეზიდენციაში გაიმართა შეხვედრა იტალიური ენის მასწავლებლებთან.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ იტალიური ენის, როგორც მეორე და მესამე უცხო ენის სწავლების პროგრამაში ჩართული სკოლების დირექტორები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი “მინერვა”-ს ხელმძღვანელმა მაია ჯიჯავამ მასწავლებლებს პროფესიული დახელოვნების კურსების დამამთავრებელი სერტიფიკატები გადასცეს.

იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ ისაუბრა ქართულ სკოლებში იტალიური ენის სწავლების პროგრამის მნიშვნელობასა და მის წარმატებით განხორციელებაზე (ამჟამად ქართულ სკოლებში იტალიურ ენას 6000-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება) და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკუთარი ძალისხმევითა და შრომით ამ შესანიშნავი შედეგის მიღწევაში წვლილი შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები