პულენკის აკადემიის კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

პულენკის აკადემიის კონკურსში, რომელიც  სოლო აკადემიური  და საფორტეპიანო მიმართულების სტუდენტებისთვის გასულ წელს გამოცხადდა, გამარჯვებულები გახდნენ Erasmus+ პროგრამით ნორვეგიის მუსიკის აკადემიაში მყოფი სტუდენტები გიორგი შიოლაშვილი (ფორტეპიანო) და ქეთა ურუმაშვილი (ვოკალი).

“ისინი ზაფხულში გაემგზავრებიან საფრანგეთში, სადაც დაესწრებიან კონფერენციებს,  მასტერკლასებს და კონცერტებს გამართავენ. ასევე, დუეტი შეასრულებს საკომპოზიციო მიმართულების სტუდენტთათვის ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეულ ნაწარმოებს ჰიუგოს ტექსტზე“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპოზიტორთა კონკურსის გამარჯვებული ირაკლი არეშიძე გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები