თბილისში 19 წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება

საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ინფორმაციით, 22-24 აპრილს, თბილისში 19 წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება.

ჯგუფში  საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვას და თურქეთის ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები ითამაშებს.

მატჩების განრიგი ასეთი გახლავთ:

22.04.2022

17:00 თურქეთი – უკრაინა

19:00 საქართველო – ლიეტუვა

23.04.2022

17:00 ლიეტუვა – თურქეთი

19:00 საქართველო – უკრაინა

24.04.2022

10:00 უკრაინა – ლიეტუვა

12:00 საქართველო – თურქეთი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები