შოთა იათაშვილის „დამწყები“ აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა

მწერალთა სახლის ხელშეწყობით აზერბაიჯანულად ითარგმნა და გამომცემლობის Alatoran Publishing მიერ გამოიცა შოთა იათაშვილის „დამწყები“ მთარგმნელი: იმირ მამედლი. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

წიგნის შესახებ: შოთა იათაშვილის “დამწყები” უცნაური, დროიდან ამოვარდნილი და ამავე დროს ძალიან დროული რომანია. ის ფორმის თვალსაზრისით საერთოდ არ არის უცნაური და საგანმანათლებლო რომანის საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებს, აგრძელებს ერთგულად და, ამავე დროს, აუცილებელი, გარდაუვალი განსხვავებებითაც. საგანმანათლებლო რომანებისთვის ტრადიციულად ორი მთავარი პერსონაჟია დამახასიათებელი: მასწავლებელი-მოსწავლის ტანდემი. ამ მხრივ “დამწყები” განსხვავდება თავისი წინამორბედებისაგან. ეს ერთი ადამიანის მიერ სამყაროს მაქსიმალურად შემეცნების მცდელობაა, მაგრამ მთავარი საშიშროება, რაც ასეთ ტექსტს შეიძლება დამუქრებოდა – ვგულისხმობ მოსაწყენ, არაფრისმთქმელ ეგზისტენციალურ  ბოდვას, თავიდანაა აცილებული. ანუ ეს არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება, შეიმეცნოს სამყარო თავისთავად (და არა საკუთარი თავი), სამყარო კი არ დაიტიოს, თავად დაეტიოს სამყაროში. “დამწყები” ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული ჟანრის, საგანმანათლებლო რომანის, აღორძინების მნიშვნელოვანი და მხატვრულად წარმატებული ნიმუშია. ასეთი ტექსტები დაბადებისთანავე კლასიკად იქცევა ხოლმე…” – დავით ქართველიშვილი (მწერალი)

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები