ნიკა ბეჟუაშვილი სწავლას კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგრძელებს

ნიკა ბეჟუაშვილი – ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, კოლუმბიის უნივერსიტეტში/Columbia University (Ivy League) გააგრძელებს სწავლას. – ინფორმაციას ევროპული სკოლა ავრცელებს. – „ევროპულ სკოლაში“ კიდევ ერთი სააპლიკაციო სეზონი სრულდება. მე-12 კლასელების შედეგები წელსაც გამორჩეულია – ჩვენი კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.”

ნიკა აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებშიც მიიღეს: Cornell University (Ivy League); UCLA (University of California, Los Angeles); Boston College ; Boston University ;Northeastern University ;The George Washington University ; University of St. Andrews (UK); University of Warwick (UK)

„მადლიერი ვარ, რომ ჩავირიცხე ცხრა საუკეთესო უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს. გარკვეული ფიქრისა და განსჯის შემდეგ გადავწყვიტე, სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში განვაგრძო. ეკონომიკაზე არჩევანის შეჩერება შედარებით გამიადვილდა. ვფიქრობ, მომავალ პროფესიაზე აზრის ჩამოყალიბებაში დამეხმარა სკოლის კურიკულუმი, AP საგნები და საზაფხულო პროგრამები სტენფორდსა (ID Tech Camp) და ჰარვარდში (სადაც ჰარვარდის პროფესორები მასწავლიდნენ მაკროეკონომიკასა და Real-World ეკონომიკას).AP მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა კარგი დასაწყისი იყო. შემდეგ AP ფსიქოლოგიაც გავიარე, რომელმაც ინტერესი გამიჩინა ქცევითი ეკონომიკის მიმართ” – აღნიშნავს ნიკა ბეჟუაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები