ვორკშოპი და მცირე გრანტები CRDF Global-ის და ამერიკის საელჩოსგან

2022 წლის 6 – 8 ივნისს, CRDF Global და ამერიკის საელჩო საქართველოში, გიწვევთ სამ -დღიან ვორკშოპზე, რომელიც საქართველოსა და სომხეთის კვლევით დაწესებულებებში კიბერდანაშაულის  აღკვეთის გზებს ეხება. კერძოდ, მონაწილეები შეისწავლიან თუ როგორ დაიცვან თავი კრიმინალებისგან, რომლებსაც კვლევების ან სხვა სენსიტიური ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება სურთ.

დამატებით, CRDF Global , კვალიფიციურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას ვორკშოპში,  კიბერუსაფრთხოების პროგრამის მცირე გრანტებს შესთავაზებს.

„ტრენინგი საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ სპეციფიკურ ტაქტიკას, ტექნიკას და პროცედურებს, რომლებსაც კიბერდამნაშავეები სენსიტიური ინფორმაციის უკანონო მოპოვებისთვის იყენებენ.

მონაწილეები გაეცნობიან მაგალითებს რომლებიც აღწერენ თუ როგორ მოიპოვებენ ჰაკერები და კრიმინალები პოტენციური მსხვერპლის ნდობას და როგორ აღწევენ დამნაშავეები აკადემიური მონაცემების ან ინტელექტუალური საკუთრების მოსაპოვებლად ამა თუ იმ კიბერსივრცეში“, – ნათქვამია ამერიკული კულტურის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვორკშოპის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები