კომაროვის სკოლაში უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ჩატარდა

6 აპრილს, კომაროვის სკოლაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და ტკბილეული გაიყიდა. შემოსული თანხა უკრაინის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ანგარიშზე ჩაირიცხა.
ღონისძიება სკოლის თვითმმართველობის იდეით და აქტიური ჩართულობით ჩატარდა. კომაროვის სკოლა მადლობას უხდის გამოფენაში მონაწილე მოსწავლეებსა და თითოეულ შემომწირველს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები