სალონიკის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა
2022 წელს სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე, პროგრამა Meet the Future-ს ფარგლებში საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ღონისძიება ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა.
კინოფესტივალზე თავიანთი ფილმების პროექტების წარსადგენად გაემგზავრა 5 ქართველი რეჟისორი: მარადია ცაავა პროექტით „წარმოდგენა“; თამთა გაბრიჩიძე პროექტით „მუღამათი“; ელენე მიქაბერიძე პროექტით „ლურჯი მოცვი“; შორენა თევზაძე პროექტით „ციხესიმაგრე“; ქეთევან კაპანაძე პროექტით „პერენ ბატოკი“; პროექტების წარდგენამ წარმატებით ჩაიარა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ქართველ რეჟისორებს მოიძიონ პარტნიორები.