პროექტში „Become a changemaker – create a smart and sustainable community“ მონაწილეობის მისაღებად კონკურსი იწყება

გაინტერესებთ მდგრადი განვითარება, მეწარმეობა და ინოვაციები? მაშინ თქვენთვის საინტერესო პროექტი იწყება – „Become a changemaker – create a smart and sustainable community“.

პროექტი ხორციელდება ანტრეპრენერთა ასოციაციის, სტეინბეის ინოვაციების ცენტრისა და ABCD ინოვაციების ცენტრის მიერ.

„ჩვენ ვეძებთ 16-30 წლამდე ახალგაზრდა ინოვატორებს მცირე ქალაქებიდან და სოფლებიდან, რომელთაც სურვილი აქვთ შექმნან ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებები ადგილობრივი თემის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. პროექტის ფარგლებში შეირჩევა 30 ახალგაზრდას გერმანიიდან, საქართველოდან და სომხეთიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მდგრადი განვითარების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში, საზოგადოებაში არსებული გამოწვევების ინოვაციური გზებით გადასაჭრელად.

პროექტის აქტივობები მოიცავს ონლაინ ჰაკათონს, ციფრულ ვორქშოფებს და საერთაშორისო ვორქშოფებს ფიზიკურ სივრცეში გერმანიასა და საქართველოში;

მონაწილეობა უფასოა, ყველა ხარჯი დაფინანსებულია პროექტის მიერ.

-რა არის საჭირო პროექტში მონაწილეობისათვის?

-პროექტში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა 20 აპრილის ჩათვლით. შერჩეულ მონაწილეებს დავუკავშირდებით ონლაინ ინტერვიუსთვის. აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ფლობა.

შეკითხვების შემთხვევაში უნდა დაგვიკავშირდნენ ელფოსტაზე – tinatin@entrepreneurs.ge“- განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა თინა ღოლაძემ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

პროექტი დაფინანსებულია საგრანტო პროგრამის “MEET UP! Youth for Partnership”-ის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდი ‘Foundation ‘’Remembrance, Responsibility, and Future (Foundation EVZ)’’-ის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები