ალბომი, რომელიც გალაკტიონს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 1953 წელს უძღვნეს

დღეს 17 მარტია, გალაკტიონის გარდაცვალების დღე.
გთავაზობთ ლიტერატურის მუზეუმში დაცულ ალბომს, რომელიც გალაკტიონს უნივერსიტეტის სტუდენტებმა უძღვნეს 1953 წელს, გული გაუთბეს და გაახარეს დიდი პოეტი.
შესავალი წერილი ეკუთვნის ნოდარ ჩხეიძეს. ლექსების ავტორები არიან სტუდენტები: თამაზ ჭილაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, არჩილ სულაკაური, ვახტანგ ჯავახაძე, ალექსანდრე შენგელია, გიორგი ბესტაევი, ზაურ ბოლქვაძე, ოთარ ჭილაძე, ნათელა ონაშვილი, გახტანგ გოგოლაშვილი, არლი თაყაიშვილი, ოთარ შალამბერიძე და გივი გეგეჭკორი.
ალბომს ამშვენებს გალაკტიონის პორტრეტი, სამწუხაროდ მხატვარმა საკუთარი ხელმოწერა ტუშით დაფარა და უცნობად დარჩენა ამჯობინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები